ჩვენს შესახებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გულწრფელად გვიხარია და მადლიერი ვართ, რომ ახლა აქ ხართ ! ინტერესდებით ჩვენით და ჩვენს მიერ თქვენთვის შექმნილი დღიურებით,
"ანარეკლი"-ს ისტორია 2022 წელს დაიწყო, ამ დროს ორსულად ვიყავი და ძალიან მინდოდა მქონოდა დღიური, რომელშიც გავაზიარებდი ყველა ჩემს ფიქრსა და ემოციას.
დღიურების წერა ბავშვობიდან მიყვარს და განუყოფელი ნაწილია ჩემი ყოველდღიურობის, დღემდე ვინახავ თითოეულ მათგანს, რომელთაგან პირველი 5 წლის ასაკში მაქვს შევსებული.
ჩემი სურვილი მქონოდა ორსულის დღიური ორსულობისას ვერ ავისრულე, რადგან მსგავსი პროდუქტი ქართულ ენაზე ვერსად ვნახე. გადავწყვიტე თავად შემექმნა და მე თუ არა, სხვა დედებისთვის მიმეცა საშუალება აღებეჭდათ ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური პერიოდი. შიგთავსის იდეის დამზადების შემდეგ დავუკავშირდი დიზაინერს, დღეს უკვე ჩემ პარტნიორს, 6 თვიანი მუშაობის შემდეგ შეიქმნა დღიური"მე და დედა" რომელმაც უკვე მოლოდინში მყოფი ათასობით დედიკო გაახარა.
ჩვენი მიზანია დროთა განმავლობაში "ანარეკლი" გაიზარდოს ისე, რომ ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში, ყველა ასაკის ადამიანს მივცეთ საშუალება შეარჩიოს მისთვის სასურველი თემატიკის დღიური, განიცადოს ფურცელთან ურთიერთობის სიამოვნება და თერაპია.